четверг, 4 декабря 2014 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

ყოველი დღე საინტერესოდ მიმდინარეობს, ვგებულობ ახალ ინფორმაციებს, ზოგჯერ ძველსაც ვიმეორებთ, მაქსიმალურად ვცდილობ ყველაფერი კარგად გავაკეთო, მჯერა ყველაფერი გამომივა...

среда, 26 октября 2011 г.


1.პ რ ო ე ქ ტ ი ს  ს ა ხ ე ლ წ ო დ ე ბ ა:   გალაქტიონი–პოეზიის უგვირგვინო მეფე
2.პროექტის მთავარი თემა: გალაკტიონი პოეზიის  უგვირგვინო მეფეა,რომლისთვისაც ყოველი სიტყვა ამაღლებული მუსიკაა.
3.პროექტის აქტუალობა: ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეები პოეზიის უკიდეგანო სივრცეში ინავარდებენ.შეიცნობენ ლექსის ჟღერადობას, რიტმს.
4.პროექტის მიზნები: პროექტით შესაძლებელი გახდება, მოსწავლეებმა  გამოიკვლიონ და მოიძიონ გ.ტაბიძის პოეტური ქმნილებები, სადაც აღმოაჩენენ (კიდევ ერთხელ), რომ
გალაკტიონი პოეზიის უგვირგვინო მეფეა და მისი ლექსებით შეიძლება პოეზიის უკიდეგანო სივრცეში  აღმა–დაღმა ფრენა, განავარდება ლაჟვარდ ზეცაში თუ დედამიწის უკიდეგანო სივრცეში.
პროექტის ფარგლებში  მოსწავლეებს მოუხდებათ გ. ტაბიძის თანამედროვეთა (ვ.ჯავახაძის და სხვათა) აზრების წაკითხვა–გაცნობა გენიოსის შესახებ.
5.მონაწილეთა ასაკი:  12–15 წლები/ VII-IX კლასები.
6.ვადები/ ხანგრძლივობა:  2011–2012 სასწავლო წლის  5 თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროექტები,რაც შეიძლება შეიქმნას:  მოსწავლეები გაეცნობიან
სიღრმისეულად (შეძლებისდაგვარად) გ. ტაბიძის პოეზიას და თავიანთ შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ სხვა ბავშვებსაც. გამოაქვეყნებენ  წერილებს სკოლისა თუ რაიონის ჟურნალ–გაზეთებში და დაინტერესდებიან სხვა გამოჩენილ პოეტთა შემოქმედებითაც.   შეეჩვევიან          ინტერნეტით სარგებლობის ჩვევების ჩამოყალიბებას. შეძლებენ  პოეზიის ,,სიღრმისეულ“               გაცნობას, განუვითარდებათ    მსჯელობის უნარი ,შეძლებენ დისკუსიაში მონაწილეობას...
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: გ.ტაბიძის ლექსთა კრებული, გამოჩენილ ადამიანთა სტატიები პოეზიაზე, კრიტიკოსთა აზრები გ. ტაბიძის შემოქმედებასა და პოეზიაზე.
9.პროექტის მსვლელობა/(ძირითადი აქტივობები):   აქტივობა  1./ერთი გაკვეთილი/ პროექტის ძირითადი განსაზღვრა.
აქტივობა 2./ორი გაკვეთილი/ საპროექტო ჯგუფის განსაზღვრა და პროექტის გეგმის შემუშავება. ვანის რუკის დამუშავება. სოფელ ჭყვიშის მარშუტის რესურსების განსაზღვრა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა.(ტრანსპორტირებისა  და  ფოტო  გადაღებისათვის).
აქტივობა 3./ერთი თვე/საკონფერენციო თემების განსაზრვრა და განაწილება პროექტის ყველა მონაწილეზე. თემების მომზადება საპრეზენტაციოდ.
აქტივობა 4./1 კვირა/ პროდუქტის პრეზენტაცია.
           ა) ფოტომასალის გამოფენა.
ბ) სამეცნიერო კონფერეციის ჩატარება /სტუმრების მოწვევა/ და პრეზენტაცია.
გ) პროდუქტების  შემაჯამებელი  შეფასება  და  დაჯილდოება.
10.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ლიტერატურა, გეოგრაფია,(გ. ტაბიძის სახლ–მუზეუმში ექსკურსიის მოწყობა), ბიბლიოთეკა,ისტი.
11.პროექტის ხელმძღვანელი: ზოლდა ცვარიანი
12.ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: izolda.cvariani@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:icvariani.blogspot.com